Elcore არის ინფორმაციული ტექნოლოგიების შექმნისთვის საჭირო აღჭურვილობების, სამომხმარებლო ელექტრონიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, ღრუბლოვანი (cloud) სერვისებისა და კიბერ უსაფრთხოებების გადაწყვეტილებების დისტრიბუტორი.
ჩვენ ვფუნქციონირებთ 2006 წლიდან და მომხმარებლებს ვეხმარებით, გახადონ თავიანთი საქმიანობა მეტად პროგნოზირებადი და სარგებლიანი. ჩვენ წარმოდგენილი ვართ აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის 11 ქვეყანაში, უზრუნველვყოფთ სრულყოფილ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რათა ვუპასუხოთ ჩვენი მომხმარებლების მზარდ საჭიროებებს.
ჩვენი მისიაა, საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნისთვის საჭირო საუკეთესო აღჭურვილობების, სამომხმარებლო ელექტრონიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, ღრუბლოვანი (Cloud) სერვისებისა და კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტილებების მორგება მომხმარებლების საჭიროებებზე; ახალი ტექნოლოგიები გავხადოთ ხელმისაწვდომი განვითარებად ბაზრებზე, უზრუნველვყოთ პროგნოზირებადი ლოჯისტიკა და პასუხისმგებლობის გამჭირვალე სისტემა.
პატივისცემა
ჩვენ ღიად გიზიარებთ ცოდნას, ვმსჯელობთ, და ვეძებთ გამოსავალს ნებისმიერი პრობლემისათვის.
განვითარება
ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების, ვზრუნავთ, აღმოვაჩინოთ ახალი და თანამშრომლებს პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა მივცეთ.
სამართლიანობა
ჩვენ ყოველთვის ვიცავთ გამჭვირვალობას ჩვენს ურთიერთობებში პარტნიორებთან და თანამშრომლებთან. ჩვენ ვართ ღია და ერთგული.
ინოვაცია
ჩვენ ვაწყობთ ჩვენს შეთავაზებათა პორტფელს პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური სიახლეების საფუძველზე.
ნდობა
ჩვენ ვაშენებთ გრძელვადიან ურთიერთობებს პარტნიორებთან და თანამშრომლებთან.
ჩვენ ვიკვლევთ მთავარ ტექნოლოგიურ ტენდენციებს და გთავაზობთ ბაზრის მოთხოვნის შესაბამის გადაწყვეტილებებს, როგორებიცაა კიბერ უსაფრთხოება, ჰიბრიდული და მრავალ ღრუბლოვანი (multi-cloud) პლატფორმები, გლობალური ბაზრები, დისტანციური მუშაობა და სწავლება, ხელოვნური ინტელექტი და მოწყობილობების პროგრამირება, ალტერნატიული ენერგია და ელექტრო ტრანსპორტი.
ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ახალ სოციალურ-კულტურულ ტენდენციებს, როგორებიცაა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ცნობადობა, ჭკვიანი სახლი, დისტანციური მუშაობა და განათლება, უსაფრთხო სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის უზრუნველყოფა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტების გამოყენება. ჩვენ ვთანამშრომლობთ პასუხისმგებლიან მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქცია შეესაბამება საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებსა და ეთიკურ ნორმებს.