top of page

Elcore AWS_ს ოფიციალური ტრეინინგ პარტნიორია




კომპანია Elcore უერთდება საპარტნიორო პროგრამას AWS – Training Partner Program (ATP), რათა ორგანიზაციებს AWS ღრუბლოვანი გამოთვლების სფეროში თავის მაქსიმალურად წარმოჩენაში დაეხმაროს.


Elcore – IT გადაწყვეტილებებისა და ღრუბლოვანი სერვისების სპეციალიზირებული დისტრიბუტორი - სწავლების საპარტნიორო პროგრამას AWS - Training Partner Program უერთდება და ის ერთ-ერთი კომპანია ხდება, რომელიც უკვე შექმნილი AWS კურსების შეთავაზებას, ჩატარებასა და გაყიდვას შეძლებს.


Elcore მოხარულია, რომ მისი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განყოფილება Amazon Web Services-თან (AWS)თანამშრომლობს, და მზადაა, რომ ყაზახეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში მოქმედ კომპანიებს AWS სწავლება შესთავაზოს. Elcore, როგორც პარტნიორი, კომპანია AWS-ის თანამშრომლების ზედამხედველობით კერძო ტრეინინგებს ატარებს, იმისთვის , რომ ორგანიზაციებს ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარების გამომუშავებაში, ინოვაციების დანერგვის პროცესის დაჩქარებასა და ბიზნეს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.


იქიდან გამომდინარე, რომ ღრუბლოვანი ტექნოლოგიები ორგანიზაციებს ბიზნესის სწრაფად ტრანსფორმირების საშუალებას აძლევენ, ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარების მქონე თანამშრომლებზე მოთხოვნა დიდია. სწავლების საპარტნიორო პროგრამა AWS განკუთვნილია Elcore-ს მსგავსი კომპანიებისთვის, ანუ მათთვის, რომლებიც კლიენტებისა და სხვა პარტნიორებისთვის მაღალხარისხიანი ტექნიკური სწავლების მიწოდების მკაცრ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებენ ან აჭარბებენ კიდეც.


Elcore, როგორც პარტნიორი AWS სწავლებაში, AWS-ის ექსპერტების მიერ შექმნილი კურსების შეთავაზებით მოწინავე გამოცდილების გაზიარების გარანტიას იძლევა. სწავლება მიმდინარეობს კლიენტებისთვის სპეციალურად ორგანიზებული შიდა ღონისძიებების სახით ან ვირტუალურად პრეზენტაციების კომბინაციის გამოყენებით, განხილვებითა და პრაქტიკული მეცადინეობებით, რაც მონაწილეებს რეალური სცენარების შემუშავების საშუალებს აძლევს.


Elcore მზადაა, კურსები შესთავაზოს არქიტექტორებს, პროგრამისტებს, devops ინჟინრებსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს (დანახარჯების მართვის, მონაცემთა ანალიზის, მანქანური სწავლების, მედიასერვისების და სხვათა ჩათვლით). კურსები, ასევე, გამოსადეგი იქნება AWS სასერტიფიკატო გამოცდებზე გამსვლელთა მსურველებისთვის.


კომპანიაElcore-ს შესახებ


Elcore 2006 წელს დაარსდა და დღეისთვის წარმატებულად საქმიანობს ევროპისა და ცენტრალური აზიის 12 ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში, საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და ა.შ. აღნიშნული კომპანია Elcore Group ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც კლიენტებს ეფექტური გადაწყვეტილებებისა და პროდუქტების უნიკალურ კომბინაციას და დარგის ექსპერტებისა და სპეციალისტების კვალიფიციური ტექნიკური მხარდაჭერით ხარისხიან საგარანტიო და გარანტიისშემდგომ მომსახურებას სთავაზობს. Elcore-ს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან თანამშრომლობით ბაზრისთვის უნიკალური კომპლექსური IT გადაწყვეტილებების შეთავაზება და შემკვეთების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება შეუძლია. კომპანიის პარტნიორთა რიცხვს მიეკუთვნებიან: Cisco, Hitachi Vantara, Microsoft, Amazon Web Services, Google Cloud, DellEMC, VMware, Trend Micro, Veeam, Vertica, Micro Focus, Lenovo და სხვები.


დამატებით ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მიმართულების მენეჯერს შემდგე ელ.ფოსტაზე - k.gvaramadze@elcoregroup.com


კომპანიაAmazon Web Services შესახებ


Amazon Web Services - ეს ღრუბლოვანი სერვისების პლატფორმათა ინფრასტრუქტურაა, რომელიც კომპანია Amazon-ს ეკუთვნის. მასზე პირველად წვდომა 2006 წლის მარტში გახდა შესაძლებელი. პირველ ეტაპზე AWS სამ მიმართულებას აერთიანებდა: ვირტუალური სერვერები EC2, მონაცემთა ღრუბლოვანი შენახვა S3 და ადმინისტრირების სამსახური SQS. დღეისთვის AWS ღრუბელი ინფრასტრუქტურული სერვისების ფართო ნაკრებს წარმოადგენს: გამოთვლითი სიმძლავრეები, მონაცემთა შენახვის სხვადასხვა ვარიანტი, ქსელური გადაწყვეტილებები და მონაცემთა ბაზები (საჭიროების შემთხვევაში ან მოხმარების მიხედვით გადახდით). AWS-ის ხელმისაწვდომი სერვისების საერთო რაოდენობა 50-ს აჭარბებს. ნუსხაში ზემოთნახსენებ მომსახურებებთან ერთად, ასევე, შეხვდებით მართვის საშუალებებს, გამანაწილებელ სისტემებს და კონტენტის მიწოდებას, მონაცემთა ბაზებს, ანალიტიკის ინსტრუმენტებს და ა.შ. მსოფლიო ანალიტიკური სააგენტოების მონაცემებით, AWS მყარად ინარჩუნებს პირველ ადგილს IaaS მსოფლიო ბაზარზე, მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტებს და მილიონზე მეტი კლიენტით ლიდერობას არ თმობს მოდელში „ბიზნესი ბიზნესისთვის“.





bottom of page