top of page

Elcore-მ კიბერ დაცვის გლობალურ ლიდერთან Acronis თან სადისტრიბუციო თნამშრომომლობას მოაწერა ხელი.



Elcore Distribution - IT გადაწყვეტილებების სპეციალიზირებულმა დისტრიბუტორმა კომპანი Acronis თან მოაწერა ხელი, რომელიც მონაცემთა დაცვისა და ინტეგრირებული, ავტომატიზირებული კიბერ უსაფრთხოების გლობალური ლიდერია მსოფლიოში.

პარტნიორობის ფარგლებში, გადაწყვეტილებების მიწოდება მოხდება კავკასიის (აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი), ცენტრალური აზიის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ტაჯიკეთი) და მოლდოვის ტერიტორიაზე.

Elcore Distribution-თან ერთად, Acronis სთავაზობს კორპორატიულ კლიენტებს რისკების შემცირებას და პროდუქტიულობის გაზრდას: დანაკარგების პრევენციას და თავიდან აცილება რომელიც გამოწვეული კიბერშეტევებით, აღჭურვილობა გაუმართაობით, ბუნებრივი კატასტროფებითან ადამიანური ფაქტორით..

"მოხარული ვართ, ვიხილოთ Elcore-ს ჩვენს პარტნიორულ ქსელში და ველით ჩვენს ერთობლივ პროექტებს მომავალში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს პარტნიორობა წარმატებული და სარგებლიანი იქნება El core, Acronis სა და მომხარებლებისთვის. ყოველდღიურად მსოფლიო სულ უფრო ციფრული ხდება და მას სჭირდება დაცვა, რომელიც თანამედროვე საჭიროებებისთვისაა აგებული. Acronis-ის ტექნოლოგია შესანიშნავად შეეფერება მაღალი დატვირთვის მქონე ორგანიზაციებს ინტენსიურ ციფრულ გარემოში. "- განაცხადა ივან დუდინმა, Acronis. რეგიონალური გაყიდვების დირექტორმა ერთობილვი თანამშრომლობის მემორანდუმზე ხემოწერის დროს.


Acronis სესახებ


Acronis აერთიანებს მონაცემთა დაცვას და კიბერუსაფრთხოებას, რათა უზრუნველყოს ინტეგრირებული, ავტომატიზირებული კიბერ დაცვა, რომელიც გადაჭრის თანამედროვე ციფრული სამყაროს უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობის, ავთენტურობისა და უსაფრთხოების (SAPAS) გამოწვევებს. მოქნილი დანერგვის მოდელებით, რომლებიც ერგება სერვისის პროვაიდერების და IT პროფესიონალების მოთხოვნებს, Acronis უზრუნველყოფს უმაღლესი კიბერ უსაფრთხოებას მონაცემებისთვის, აპლიკაციებისთვის და სისტემებისთვის, ახალი თაობის ანტივირუსული, სარეზერვო, ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეულის დაზიანებების აღდგენას და ე.წ. End Point დაცვას მართვის გადაწყვეტილებებით, რომლებიც აღჭურვილია AI-ით. მოწინავე anti-malware პროგრამით, რომელიც აღჭურვილია უახლესი მანქანური ინტელექტისა და ბლოკჩეინზე დაფუძნებული მონაცემთა ავთენტიფიკაციის ტექნოლოგიებით, Acronis იცავს ნებისმიერ გარემოს – ღრუბლიდან ჰიბრიდამდე და შენობაში. Acronis Cyber ​​Protect-ისგადაწყვეტა ხელმისაწვდომია 26 ენაზე 150-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება 20000 სერვისის პროვაიდერის მიერ 750000-ზე მეტი ბიზნესის დასაცავად. გაეცანით მეტს კომპანიის ოფიციალურ საიტზე.www.acronis.com


Elcore ის შესახებ


კომპანია Elcore Distribution შეიქმნა 2006 წელს და დღეს დღეობით წარმატებით მოღვაწეობს ევროპისა და ცენტრალური აზიის 12 ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთში და ა.შ. Elcore Distribution - Wellcare Group holding ნაწილია, რომელიც სთავაზობს თავის მომხმარებელს - ეფექტური გადაწყვეტილებების, მაღალი ხარისხის პროდუქტების, სფეროს წამყვანი ექსპერტების კვალიფიციური ტექნიკური მხარდაჭერის და საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურების უნიკალურ კომბინაცია.

მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან თანამშრომლობით, Elcore Distribution-ს შეუძლია შესთავაზოს ბაზარს ნებისმიერი სირთულის უნიკალური ინტეგრირებული IT გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა საჭიროებების ზედმიწევნით დაკმაყოფილებას. კომპანიის პარტნიორები არიან ისეთი მწარმოებლები, როგორიცაა Cisco, Hitachi, Tripp Lite, DellEMC, Acer, HPЕ, Schneider Electric, Micro Focus, Nakivo, Trend Micro, Vertica, ImmuniWeb, GTB Technologies, Kron, Accton, Lenovo, Microsoft, Polycom, Philips და სხვები.


bottom of page