top of page

ახალი ბრენდი Elcore_ს ბიზნეს პორტფელში



📣კომპანია 𝗘𝗹𝗰𝗼𝗿𝗲 𝗗𝗶𝘀𝘁𝗿𝗶𝗯𝘂𝘁𝗶𝗼𝗻 𝗚𝗲𝗼𝗿𝗴𝗶𝗮 - მ სამრეწველო ქსელური მოწყობილობების წარმოებასა და განვითარებაში მსოფლიოს ლიდერ ბრენდ 𝗠𝗢𝗫𝗔 𝗜𝗻𝗰._თან სადისტრიბუციო ხელშეკრულება გააფორმა.


𝗠𝗼𝘅𝗮 𝗜𝗻𝗰. 𝟭𝟵𝟴𝟳 წელს ტაივანში დაარსდა და ამჟამად წარმოდგენილია მსოფლიოს 𝟴𝟬-ზე მეტ ქვეყანაში.

👉 𝗠𝗼𝘅𝗮 𝗜𝗻𝗰. გთავაზობთ კომპლექსურ და მაშტაბურ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის და სამთო მრეწველობისთვის, ინტელექტუალური სარკინიგზო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის სისტემებისთვის და მრავალი სხვა მისიის კრიტიკული პროგრამებისთვის.

𝗠𝗼𝘅𝗮 გადაწყვეტილებები საშუალებას გაძლევთ სწრაფად მოერგოთ 𝗜𝗧 ქსელების ინტეგრაციასთან და პროცესის მართვის ავტომატიზირებულ სისტემებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. ისინი ამარტივებს ამ ინტეგრაციას, კერძოდ, ისინი უზრუნველყოფენ ქსელის უსაფრთხოების გაზრდას, მასშტაბურ შესრულებას, მაღალ საიმედოობას და მარტივ მენეჯმენტს სისტემის სტაბილურობისა და ეფექტურობის გასაზრდელად.

𝗠𝗼𝘅𝗮 𝘀𝗼𝗹𝘂𝘁𝗶𝗼𝗻𝘀-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ყველაზე ექსტრემალურ პირობებში მუშაობა:

* მტვრისა და ტენიანობის დაცვის მაღალი დონე (𝗜𝗣𝟲𝟴);

* ვიბრაცია;

* ელექტრომაგნიტური ჩარევა;

* ტემპერატურის დიაპაზონი -𝟰𝟱°𝗖-დან +𝟳𝟬°𝗖-მდე

𝗠𝗼𝘅𝗮 𝗜𝗻𝗰.'𝘀 პორტფელი მოიცავს გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს - კომუტატორებიდან და მედია კონვერტორებიდან დაწყებული, ქსელის უსაფრთხოების და 𝗪𝗶-𝗙𝗶 გადაწყვეტილებებით დამთავრებული. აღჭურვილობა შეესაბამება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს და აქვს მრავალი სერთიფიკატი თითოეულ ინდუსტრიაში



თანამშრომლობისთვის ან / და კონსულტაციისთვის მიმართეთ: ლევან ბაკურაძეს (𝗹.𝗯𝗮𝗸𝘂𝗿𝗮𝗱𝘇𝗲@𝗲𝗹𝗰𝗼𝗿𝗲𝗴𝗿𝗼𝘂𝗽.𝗰𝗼𝗺 ).

გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა, ეს საშუალებას მოგვცემს გავიგოთ თქვენი ინტერესი ამ გამყიდველთან მუშაობისას. მადლობა!

bottom of page